ადამის ლოცვა
არა დაცემული, მხოლოდ აღდგომილი
მინდა ანგელოსი ვიყო,
შვილი უძღები და შვილი განდგომილი
მამამ შინისაკენ მიხმო.
არასრულყოფილი ყოფიერებიდან
ადამიანური დრამა
მომაქვს და ხელს მიწვდის ლმობიერებითა
დაღლილი მწყემსის ლოცვა
რატომ გახდა ყოველივე ამაო,
ღრუბლებს რატომ ეფარები, მამაო?
მგლებთან მებრძოლს დამავიწყდა ოსანა
ტყეში დავრჩი ნათელშეუმოსავად.
ცხვარი ეგე განმაშორე თავიდან,
მსხვერპლშეწირვად მთაზე ჩემს გულს ავიტან.
ეს სიყვარული გავდა ბავშვობის
ეს სიყვარული გავდა ბავშვობის
დროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავს
რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი –
ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს.
წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრით
ზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანს
და როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს,
როცა მკვდარია და თვალებ-ღია
ეს სიყვარული, ოდესღაც წიწკვი,
ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი,
სურნელოვანი შუადღის სიცხით
და ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით: -
“რომ შენ მიყვარხარ” და რომ ეს გავდა
მინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის,
თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით, ანდა
მუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს.
ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა,
პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,
რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდი
სულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან.
და სული ჩემი სიყვარულს ამას
ყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა,
აივნებიდან ხედავდა ლამაზს –
მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად.
ეს სიყვარული უმთავრესს გავდა,
ძეში მყოფიერი მამა.
მზიდან მთოვარეში, ხოლო მთოვარედან
გულის ღია თაღში შეხვალ,
გზიდან აცდენილი მე ვარ მაცხოვარი და
ჩემი დაბრუნება შენ ხარ.