ლექსი
* * *
მიკვირს ბალახი რომ ამოდის ამ სიძულვილში,
ყვავილები რომ იშლებიან,
მზე რომ აბრწყინებს თვალების ჭაობს,
სისხლიან ხელზე რომ გაკრთება უმანკო სხივი,
სიცრუის ხავსში ნიავი რომ გაიშრიალებს.
რა უნდათ აქ,
სადაც ჰაერიც აღარ არის,
სადაც მშიერი ბავშვის თვალებში
ტანჯვით შობილი ნათელი ბჟუტავს…
რა უნდა ვარსკვლავს და ამ სიმღერას
გულგრილობით მკვდარ უდაბნოში?