სიახლე

8 ახალი და ძალიან საინტერესო წიგნი წლევანდელი ბაზრობიდან

2 ნოემბერი 2026

წყარო: რადიო თავისუფლება

წყარო: რადიო თავისუფლება. 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე თბილისში, ექსპო-ჯორჯიაში წიგნის დღეები გაიმართა, სადაც გამომცემლობებმა ახალი გამოცემები წარადგინეს. რადიო თავისუფლებამ მათგან 8 წიგნი შეარჩია - განსხვავებული ეპოქების, ქვეყნების, ადამიანებისა და მათი უჩვეულო ბედის შესახებ.

„სულაკაურმა“ გამოსცა მექსიკელი მწერლის ხუან რულფოს მოთხრობების კრებული „ალმოდებული ველი“.

„აი, რატომაა მამა ასეთი სასოწარკვეთილი, ეშინია ტოჩაც არ დაიღუპოს, ახლა ხომ სულ ცარიელ-ტარიელი დარჩა, უმზითვოდ, ძროხა დაეხრჩო. ან რით გაამზითვოს, ან როგორ უშოვოს კარგი ქმარი, რომელსაც სულ ეყვარება. ახლა ეს ძალიან გაჭირდება. ძროხა რომ გვყავდა სხვა იყო, სასიძოს პოვნა არ გაჭირდებოდა. აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მის შერთვას მოინდომებდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ის ლამაზი ძროხა ჩაეგდო ხელში“, - ეს არის ციტატა მოთხრობიდან „ძალიან ღარიბები ვართ და იმიტომ“. ამ მოთხრობაში წყალდიდობა ღარიბი ოჯახის მოსავალს გაანადგურებს და იმ ძროხასაც გაიტაცებს, რომელსაც უმცროსი ქალიშვილი უნდა გაემზითვებინა და მეძაობისგან გადაერჩინა.

„ადამიანი გაბერილ ტიკს ჰგავს, არ იცის, როდის რა შემოუჩნდება და გასკდება. დღეს ვარ, ხვალ ვეღარ ვიქნები. ეგ მიხარია, რომ იქ გიორგის ვნახავ, მის სულს ჩავეხუტები.

რა იყო მისი ცხოვრება? სულ შრომაში და ტანჯვაში გალია.

მაგრამ, ეტყობა, გახარებულ კაცს არ რჩება სახელი ამქვეყნად.

ეთერ ანწუხელიძე ვარ – გიორგი ანწუხელიძის მამიდა“.

„ანწუხელიძე - ომის ნამსხვრევები“ - ეს წიგნი გამოსცა „პალიტრა L“-მა. მასში გიორგი კეკელიძე ომის ამბებს აერთიანებს. აქ ყველა ის ომია, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის მერე გამოიარა. ამბებს ომის მონაწილეები ან მათი ახლობლები ჰყვებიან.

წყარო: რადიო თავისუფლება.