"ბიბლუსი" ლაშა ბუღაძის წიგნებზე მომხდარ ვანდალიზმის ფაქტს ეხმიანება
წყარო: ნეტგაზეთი
წყარო: ნეტგაზეთი. „ბიბლუსი“ გლდანის ფილიალში ლაშა ბუღაძის წიგნის ეგზემპლარების დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა:
“ბიბლუსის გლდანი მოლის ფილიალში სხვადასხვა ავტორის წიგნების მიმართ ვანდალიზმის ფაქტი გამოვლინდა. ბიბლუსისთვის სრულიად მიუღებელია ჩვენს მაღაზიაში წიგნების დაზიანება და ვანდალიზმის ნებისმიერი ფორმა. აღნიშნული საქციელი არის უპატივცემულობა, როგორც წიგნის ავტორისა და მისი შემოქმედების, ისე ჩვენი მომხმარებლებისა და საკუთრივ, ბიბლუსის მიმართ. ამ ეტაპზე ვარკვევთ მომხდარის გარემოებებს და ვამოწმებთ შესაბამის ინფორმაციას”,- ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, დაზიანებულ წიგნებს გაყიდვიდან ამოიღებენ.
მომხდარს “სულაკაურის გამომცემლობაც” ეხმიანება, ისინი აცხადებენ, რომ ეს ქმედება შეიძლება ცენზურის წამახალისებელი იყოს და იმედოვნებენ, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
წყარო: ნეტგაზეთი.