სიახლე

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

16 სექტემბერი 2024
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტები ცნობილია!

წყარო: პუბლიკა

წყარო: პუბლიკა. წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ ოცდამეორედ გამოცხადდა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები სექტემბრის ბოლოს გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია, ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 210 პრემია გაიცა და 160-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი – ორჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

წყარო: პუბლიკა.