სიახლე

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია

25 ივლისი 2025
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია

წყარო: პუბლიკა

წყარო: პუბლიკა. წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმა 250-მდე წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში.

„უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

წყარო: პუბლიკა.