სიახლე

„საბა 2025-ის“ გამარჯვებულები ცნობილია

18 ნოემბერი 2025
„საბა 2025-ის“ გამარჯვებულები ცნობილია

წყარო: პუბლიკა

წყარო: პუბლიკა. ლიტერატურული პრემია „საბა 2025-ის“ გამარჯვებულები ცნობილია. კონკურსის დამფუძნებელი, პოეტი რატი ამაღლობელი წერს, რომ დაჯილდოება წელსაც არ ჩატარდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო:

„ისევე როგორც შარშან, წელსაც, ქვეყანაში სახეზეა უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი. დაკავებულები იყვნენ და არიან ჩვენი კოლეგები, ჟურნალისტები, მწერლები, გამომცემლები. არ დარჩენილა პროფესიული სფერო, რომლის გამორჩეული წარმომადგენლებიც სასჯელს არ იხდიდნენ ქვეყნის ევროპული და ცივილიზაციური არჩევანის ერთგულების გამო.

მწერლები პაატა შამუგია, ზვიად კვარაცხელია, ბექა ქურხული სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა იზოლატორში, 2 წლით თავისუფლება აღუკვეთეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელსა და პოეტ ზვიად რატიანს. რეპრესირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ლიტერატურული პრემია „საბა“ დამოუკიდებელი საქართველოს პირმშოა, მისი მრწამსი და ფილოსოფია ეფუძნება სულხან-საბა ორბელიანის საქმეებსა და მისწრაფებებს, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპაში და ევროპას საქართველოში. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ხელისუფლების მესვეურთაგან ამ დიდი იდეალების ღალატს, იდეალებისა, რომელზეც თავიდანვე იდგა ქართული კულტურა, ლიტერატურა და ხელოვნება.

შესაბამისად, დაჯილდოება წელსაც არ ჩატარდება, თუმცა ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას თანამედროვე ქართველი ავტორებსა და ლიტერატურული პროცესის წინაშე, ამიტომ თანხებს, რომელიც ადრე დაჯილდოების ცერემონიას ხმარდებოდა, ახლა სრულად იმ ავტორებისკენ მივმართავთ, რომლებიც 2025 წლის „საბას“ ჟიურის გადაწყვეტილებით მოკლე სიაში მოხვდნენ“.

წელს ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი. ჟიურის წევრები იყვნენ:

წყარო: პუბლიკა.