ლექსი
* * *
შენ ეძებ
სამყაროს მიზეზს და ხასიათს...
ანგრევ და აშენებ...
ააწყობ _ დაშლი...
რადგანაც ცხოვრება ისე და ასეა _
თითქოს სველ ქვიშაზე
თამაშობს ბავშვი.
მერე რა, თუ ტალღა
შენს მზეებს გადაშლის,
მერე რა, თუკი ზღვა ხმაურით წავიდა,
სამყაროს გაცვეთილს
სხვა გვერდზე გადაშლი...
ახალ მზეს დახატავ
ქვიშაზე თავიდან.