ლექსი

***

ცაზე მთვარე დაკიდულა,
მზე დასულა, რა ხანია,
საქართველო გაყიდულა _
გაყიდულა, მახარია...
გულს სიკვდილიც ვეღარ კურნავს,
თვალზე ლიბრი მაფარია,
რაც მებადა, მივეც სტუმარს _
სტუმარს მივეც, მახარია.
ღვინო ბადაგისა ვასვი,
პურიც კი ვაჭმიე, მარა,
დამასაჭურისა კაცი _
ზურგში დანა გამიტარა.
მიმსახურა, როგორც სურდა,
ახლა ჩემი მძრახავია,
ალიყური მერგო ხურდად _
ალიყური, მახარია.
წელში ვეღარ ავიმართე,
ჩაფურთხებული მაქ სულში,
აღარ ვიცი, რაღა მმართებს
თურქის, არაბის ან რუსის?!
გაცვეთილი ქალამანი
შიშველ ქუსლზე მაფარია,
საქართველოს გალავანი,
საქართველოს გალავანი,
საქართველოს გალავანი
დაშლილია, მახარია!
ცაზე მთვარე დაკიდულა,
მზე დასულა, რა ხანია...